logo
ENG



ბლინკენი "დარწმუნებულია", რომ მოსკოვი უკრაინის ხელისუფლების გადაგდებას შეეცდება

25 თებ 202205:37
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი "დარწმუნებულია", რომ მოსკოვი უკრაინის ხელისუფლების გადაგდებას შეეცდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის "დარწმუნებულია", მოსკოვი უკრაინის მთავრობის გადაგდებას შეეცდება.

"თქვენ არ გჭირდებათ დაზვერვა იმის გასაგებად, თუ რა სურს პრეზიდენტ პუტინს. მან გარკვევით ახსნა, რომ სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, გარდა ამისა, მას სურს გავლენის სფერო გააძლიეროს მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც ოდესღაც იყვნენ საბჭოთა ბლოკის ნაწილი", - თქვა ბლინკენმა.

მანვე დაამატა, რომ ნატო ხელს შეუშლის პუტინს საბოლოო მიზნების შესრულებაში:

"ახლა, როცა საქმე ეხება უკრაინის საზღვრებს მიღმა საფრთხეების არსებობას, ამის უკან რაღაც დიდი და ძლიერი დგას. ეს არის NATO-ს მე-5 მუხლი - ერთზე თავდასხმა არის ყველაზე თავდასხმა".


close დახურვა